ვენეციის კომისიის პრეზიდენტის საპასუხო წერილი მიიღო გუშინ ოპოზიციამ. 15 ოპოზიციურმა პარტიამ ვენესიის კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართა.
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით 15-მა ოპოზიციურმა პარტიამ, ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთიანი მიმართვა გაუგზავნეს.
ბუკიკიოს წერილში ხაზგასმულია, რომ ვენეციის კომისია, კვლავაც რჩება იმ პოზიციაზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამოსავალი დიალოგშია, რომლის მიზანი ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს და ის ვენეციის კომისიის დეპულებებს უნდა ეფუძნებოდეს.
„ნიუპოსტი“ გთავაზობთ ვენეციის კომისიის წერილის თარგმანს:
„ვენეციის კომისია ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მიღწეული იქნეს ისეთი დიალოგი, რომელიც მაქსიმალურად ფართო კონსესუსს დაუდებს სათავეს.
ეს კონსესუსი მიღწეული უნდა იქნეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის, ეს ყოველივე კი დაფუძნებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებზე“, - ნათქვამია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






