მთავარი დეტალი აღნიშნული კანონის არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მოქმედი სანქციები ერთპიროვნულად შეცვალოს. პრეზიდენტს ასევე, ეკისრება ვალდებულება პირდაპირ მოუწოდოს მოსკოვს უკრაინიდან, საქართველსა და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ.
"ნიუპოსტმა" აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატის ორპარტიულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ბათუ ქუთელიას სთხოვა.
ექსპერტი დოკუმენტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ წარმომადგენლობითმა პალატის საკანონმდებლო ინიციატივას თეთრი სახლი ხელს მოაწერს.
"ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა და როგორც წინასწარ ვრცელდება ინფორმაცია, თეთრი სახლი მას ხელს მოაწერს. აქიდან გამომდინარე რეზოლუცია საკანონმდებლო დონეზე სავალდებულო დოკუმენტი გახდება. ეს არის აშშ-ის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ. მნიშვნელოვანია, ისიც რომ საქართველო-უკრაინა საერთო კონტექსტში განიხილება, თუმცა ამ ღონისძიებებში საქართველოს მხრიდან საპასუხო პოლიტიკის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაიცვას"- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს პრობლემატიკის საკითხი ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე მწვავედ უნდა დააყენოს. ქუთელია საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს და საქართველოს ხელსუფლებას ამ მიმართულებით მწყობრი პოლიტიკის შემუშავებას ურჩევს.
"საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცივილიზებული სამყაროს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. უნდა ვაწარმოოთ კარგად ორგანიზებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის მთავარი კომპონენტი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება უნდა იყოს, იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაქვს. ჩვენი პრობლემა რუსეთთან ეს ცივილიზებული სამყაროს პრობლემაა"- განმარტა ქუთელიამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






