„ხელისუფლების წარმომადგენლები სამარცხვინო ინტერპრეტაციას აკეთებენ“ - სერგი კაპანაძე ვენეციის კომისიის წერილზე
პოლიტიკა - 11:03, 26 Jul, 2017     966

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის საპასუხო წერილი მიიღო გუშინ ოპოზიციამ. 15 ოპოზიციურმა პარტიამ ვენესიის კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართა. ჯანი ბუკიკიოს წერილში ხაზგასმულია, რომ ვენეციის კომისია, კვლავაც რჩება იმ პოზიციაზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამოსავალი დიალოგშია, რომლის მიზანი ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს და ის ვენეციის კომისიის დეპულებებს უნდა ეფუძნებოდეს.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ წერილზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები არის სამარცხვინო:

„ვენეციის კომისიის წერილიც ვნახეთ და ამ წერილის ყოვლად სამარცხვინო ინტერპრეტაციაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ხელისუფლებასთან ახლოს მტყოფი მედიასაშუალებების მხრიდანაც, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ჯანი ბუკიკიომ უარი უთხრა ოპოზიციის მოთხოვნას. ეს არის მარტივი წერილი, რომელშიც ბუკიკიო ეუბნება ოპოზიციურ პარტიებს, რომ ის რჩება თავის აზრზე იმასთან მიმართებით, რომ აუცილებელია კონსესუსი, შემდეგ კი ამბობს, რომ ისინი ვერ მოახვევენ თავს სხვებს საკუთარ პოზიციას, ეს არის სწორედ ჩვენი პოზიცია, რომ ასე, ერთი პარტიის მიერ, კონსესუსის გარეშე შეუძლებელია კონსტიტუციის მიღება. ამას ადასტურებს ვენეციის კომისია და არა მხოლოდ ამ ბოლო წერილით, რომ კონსტიტუციის მიღება კონსესუსის გარეშე ქვეყნისთვის ცუდი იქნება. იმედია ეს იქნება ერთგვარი ზარი ხელისუფლებისთვის, რომ გაიგონ ამ ყოველივეს მნიშვნელობა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი სრულიად სამარცხვინო ინტერპრეტაციას აკეთებენ“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42