დეპუტატი "ნიუპოსტთან" აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის მხარის დაჭერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტს ორმა პარტიამ დაუჭირა მხარი.
"რეზოლუცია ძალიან პოზიტიურია და კარგია, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ორპარტიული მხარდაჭერაა, რაც წინა წლებშიც არსებობდა. ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში რუსეთის მიერ მიერ გადადგმული აგრესიულ ნაბიჯების დაგმობა. ეს ბუნებრივია დასაფასებელია"- განაცხადა "ნიუპოსტთან" სერგი კაპანაძემ.
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი. კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტში საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების პროცესში შესაძლო ჩარევაზე.
მთავარი დეტალი აღნიშნული კანონის არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მოქმედი სანქციები ერთპიროვნულად შეცვალოს. პრეზიდენტს ასევე, ეკისრება ვალდებულება პირდაპირ მოუწოდოს მოსკოვს უკრაინიდან, საქართველსა და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ.
მასალის გამოყენების პირობები






