მისი თქმით, დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში მყარი მხარდაჭერა აქვს.
"სერიოზული დოკუმენტი, ღრმა მხარდაჭერის გამომხატველი საქართველოს მიმართ. დოკუმენტში მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საკითხი ძალიან წინ არის წამოწეული და კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ მყარ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში აქვს. რაც მთავარია, ეს არის ორპარტიული მხარდაჭერით მიღებული დოკუმენტი და ამასაც ბუნებრივია თავისი დატვირთვა და აქვს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" თამარ ხულორდავამ.
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი. კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტში საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების პროცესში შესაძლო ჩარევაზე.
მთავარი დეტალი აღნიშნული კანონის არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მოქმედი სანქციები ერთპიროვნულად შეცვალოს. პრეზიდენტს ასევე, ეკისრება ვალდებულება პირდაპირ მოუწოდოს მოსკოვს უკრაინიდან, საქართველსა და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ.
მასალის გამოყენების პირობები






