"ბოლო 4 წელიწადია საქართველოს დასაცავი, მხარდამჭერი განცხადებები ძალიან იშვიათად ისმის, ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს ჩანაწერი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს არის ძალიან კარგი. მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, ამდენი ხანი ფაქტობრივად არაფერი კეთდებოდა. წინა ხელისუფლების დროს ანალოგიური განცხადებები, წელიწადში ათჯერ გვესმოდა ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის მხრიდან. დღეს კი ეს აღიქმება, როგორც დიდი წარმატება და მოულოდნელობა. ის რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა, არის კარგი, მაგრამ მსგავსი განცხადებები შეიძლება ყოველ წელიწადს ყოფილიყო და მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს საკითხი გამქრალი არ ყოფილიყო და უკრაინისა და სხვა მსგავსი პრობლემების კონტექსტში ყოფილიყო მოხსენიებული"- უთხრა "ნიუპოსტს" რომან გოცირიძემ.
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი. კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტში საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების პროცესში შესაძლო ჩარევაზე.
მთავარი დეტალი აღნიშნული კანონის არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მოქმედი სანქციები ერთპიროვნულად შეცვალოს. პრეზიდენტს ასევე, ეკისრება ვალდებულება პირდაპირ მოუწოდოს მოსკოვს უკრაინიდან, საქართველსა და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ.
მასალის გამოყენების პირობები






