მთავარი დეტალი აღნიშნული კანონის არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მოქმედი სანქციები ერთპიროვნულად შეცვალოს. პრეზიდენტს ასევე, ეკისრება ვალდებულება პირდაპირ მოუწოდოს მოსკოვს უკრაინიდან, საქართველსა და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ.
"ეს მნიშვნელვანი კანონპროექტია. ირანის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციას ახდებნენ. რუსეთი საფრთხეს უქმნის ნატოს მოკავშირეებს ევროპაში. გამუდმებით ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს. დროა მათ პასუხი აგონ," - აცხადებს კონგრესმენი ედ როისი.
,,ჩვენ ვერ მივცემთ უცხო ძალებს ჩვენი არჩევნების პროცესში ჩარევის უფლებას. ჩვენ პრეზიდენტს არ აქვს სურვილი, ამ თავდასხმის გამო პასუხი აგებონოს რუსეთს და ეს სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა შეერთებულ შტატებზე. საჭიროა, კონგრესმა დაიცვას თავისი როლი ამ საკითხში და უზრუნველყოს რუსეთის პასუხისმგებლობაში მიცემა," - აღნიშნა კონგრესემენმა, დევიდ სისილინიმ.
სანქციების ძალაში შესასვლელად, ის ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები






