ფინანსთა სამინისტროს მიერ რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში დახარჯული თანხები - აუდიტის სკანდალური დასკვნა
პოლიტიკა - 21:12, 25 Jul, 2017     2407
აუდიტის სამსახურმა დიმიტრი ქუმსიშვილის უწყება - ფინანსთა სამინისტრო, შეამოწმა. ირკვევა, რომ მხოლოდ რესტორნებში ათასობით ლარია დახარჯული, თუმცა სამინსიტროს არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი, ვისთვის და რა მიზნით მოაწყო ძვირადღირებული წვეულებები.

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, წარმომადგენლობით ხარჯებში ფინანსთა სამინისტრომ შარშან 109 ათასი ლარი დახარჯა. ამასთანავე, უწყებას ჩაქვში სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში მხოლოდ 1 დღით ნომრის დაქირავება 704 ლარი დაუჯდა, ბათუმის სასტუმრო რედისონში კი 1 დღე-ღამეში 649 ლარი გადაიხადეს.

აუდიტის სამსახური წერს, რომ ეს თანხები სამჯერ აღემატება იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და ლუქსემბურგში ანალოგიური კლასის სასტუმროების ღირებულებას.

აუდიტის სამსახური მივლინებების დროს დახარჯულ თანხებზეც საუბრობს.

როგორც ირკვევა, თანამშრომლები თავად ირჩევენ, სად იყიდონ ბილეთი და სამინისტრო არ სწავლობს, თუ რა ფასებია ავიაბილეთების ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში, თანამშრომლები ერთ კომპანიას ირჩევენ და ბილეთებსაც მხოლოდ მისგან ყიდულობენ, რაც დამატებით კითხვებს ბადებს.

ფინანსთა მინისტრს, რომელსაც მთელი მთავრობის ხარჯების კონტროლი ევალება, დღეს სკანდალურ დასკვნაზე ლაპარაკი არ სურს.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, შერჩეულ პირებზე გაცემული დანამატის და პრემიის საშუალო პროცენტულმა სიდიდემ, ხელფასთან შედარებით, ფინანსთა სამინისტროში, გასულ წელს 152 პროცენტი შეადგინა.

აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ბიუჯეტის ფულის რაციონალური ხარჯვისკენ უწყებას არაერთი მიზეზის გამო მოუწოდებს. კითხვები უწყების მიმართ რამდენიმე გამარტივებულ ტენდერთან დაკავშირებითაც აქვს. ამის მაგალითია გასულ წელს აგვისტოში 120 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, რაშიც საბოლოოდ უწყებამ 36 ათასი ლარი გადაიხადა. გამოდის, რომ სამინისტრომ თითო ფეხსაცმელში 300 ლარი დახარჯა. მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი სატენდერო პირობა არ დაკმაყოფილებულა, ამის მიუხედავად კი უწყებამ ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან მაინც გააფორმა და ბიუჯეტიდან ფული გადაიხადა.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42