"თეთრუაშვილმა გველის შხამი ოხანაშვილსაც სთხოვა"- დეკანოზის ადვოკატი სკანდალურ დეტალებზე საუბრობს
პოლიტიკა - 19:40, 25 Jul, 2017     7254
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. დღეს ორი მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა. „სკაიპის“ მეშვეობით ჩვენება უკვე მისცა პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა.

რეზონანსული საქმის პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი, სძულს და მისი მოშორება სურდათ.

დაცვის მხარე კიოხანაშვილის ჩვენებას ასე კითხულობს: - მათი თქმით, დაკითხვის დროს სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილი ზოგადად საპატრიარქოში სძულთ.

დაცვის მხარემ ასევე განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის თქმით, მდივან რეფერენტის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება ილია მეორემ სამჯერ მიიღო, თუმცა, მეუფეებმა მისი გადარწმუნება შეძლეს.

ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის პაატა მეხრიშვილის თქმით სოსო ოხანაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილის მასთანაც ქონია ისეთი თხოვნები, როგორიცაა გველის შხამი.

„მისი ამ სამსახურში დანიშვნის დღიდან, შორენა თეთრუაშვილმა ის აითვალისწუნა და ყველანაირად ცდილობდა მის დისკრედიტაციას და მის საქმიანობაში უხეშად ჩარევას, ეს არ გამოსდიოდა და ამით შორენა ძალიან ღიზიანდებოდა. სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ის შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით პატრიარქის დარწმუნებას ცდილობდა, რაზეც პატრიარქმა სამჯერ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა სხვადახვა მღვდელმთავრის თხოვნის გამო პატრიარქმა თეთრუაშვილი არ გაათავისუფლა. მან ისიც დაადასტურა რომ შორენა თეთრუაშვილს ახასიათებს თხოვნები ნებისმიერ პირთან, ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, გაიხსენა როგორ სთხოვა მას გველის შხამი. ბუნებრივია სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ მამა გიორგის არანაირ მკვლელობის მომზადებასთან კავშირი არ აქვს და შორენა თეთრუაშვილის არანაირი მკვლელობის სურვილი არ ქონია. შორენა თეთრუაშვილი არ იყო ის პირი, რომელსაც შეეძლო სასულიერო პირების დაწინაურებაზე ან დაქვეითებაზე ზეგავლენა მოეხდინა.“- განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

კომენტარი გააკეთა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც. მან ოხანაშვილის ცვენებიდან მნიშვნელოვანი დეტალი გაასაჯაროვა:

"სოსო ოხანაშვილმა თქვა ასეთი რამ, შორენა თეთრუაშვილს მისთვისაც უთხოვია გველისშხამი და ოხანაშვილმა გასცა ასეთი პასუხი: გველის შხამი არა, მაგრამ გველს სადაც დავიჭერთავს მოვაჭრი და იმას მოგიტანო"- აცხადებს რამიშვილი.

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა 28 ივლისს გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42