დეპუტატებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, შეეჩერებინათ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების უარყოფითი შედეგები - ანა დოლიძე
პოლიტიკა - 19:29, 25 Jul, 2017     1238
იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტებმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ადგილობრივი თვითმმართველობისა და "საარჩევნო კოდექსის“ შესახებ.

კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის პოზიციას არგუმენტაცია აკლდა და არ ეთანხმებიან პრეზიდენტს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს გააუარესებს.

კომიტეტების დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ კენჭისყრის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ კომიტეტებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმ შესაძლო, ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც ამ ცვლილებებს მოჰყვება.

"ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა შევაჩეროთ ის უარყოფითი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ვეტოს არგუმენტებზე შინაარსობრივი მსჯელობის მაგივრად, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას.

შესაბამისად, დისკუსია არ გაიმართა იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ჩვენ მოველოდით, რაც არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მთავარი ასპარეზი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42