როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს „ პრეენტაციის შემდეგ სტუმრებმა უამრავი კითხვა დასვეს, როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობა მათგანს , აქამდე არც კი ქონდათ გაგონილი აფხაზეთის შესახებ და მის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების მიმართ ინტერესი არ გამოუხატავთ. ყველა კითხვა კულტურას და ტურიზმს ეხებოდა. ჟურნალისტები კითხულობდნენ, როგორ შეიძლებოდა აფხაზეთში ჩასვლა და რომელი ადგილები იყო ყველაზე საინტერესო სანახავი.“
ე.წ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, მათ ოფიციალურად დარეგისტრირებული წარმომადგენლობა აქვთ რუსეთში, გერმანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, იტალიაში და აშშ-ში. ხოლო წარმომადგენლები ჰყავთ ავსტრალიაში, არგენტინაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ვენესუელაში, ნიკარაგუაში, ბულგარეთში, ბაჰრეინის სამეფოში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, ლატვიაში, სირიაში, ლიბანში, მექსიკაში, თურქეთში, ჩრდილოეთ კვიპროსში, ტუნისში, საფრანგეთში, ინგლისში, შვეიცარიაში, სან მარინოში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში (დუბაი), ჩინეთში, ყირგიზეთში, რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებში, ბელორუსში, აზერბაიჯანში და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში.






მასალის გამოყენების პირობები






