49 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიაროს
პოლიტიკა - 15:34, 25 Jul, 2017     1038
49 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიაროს.

როგორც NGO-ები აცხადებენ, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და წარმატებული რეფორმის შეჩერებაზე ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიც, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა და კონსტიტუციური და დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოტივირებული შენიშვნები გაუზიარა.

"კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების მიერ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება:

აუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, ვინაიდან შეიზღუდება როგორც ადგილებზე დასახლების საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, აგრეთვე, გართულდება მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

შეზღუდავს ქალაქებისა და სოფლების სამომავლო განვითარებას, ვინაიდან ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტებისთვის აღარ იარსებებს დამოუკიდებელი ბიუჯეტები, როგორც ძლიერი ინსტრუმენტი ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრისა და საქალაქო და სასოფლო პრობლემების გადასაჭრელად;

გამოიწვევს უთანასწორო პირობებს ქალაქისათვის, რადგან საკრებულოში, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ათეულ მაჟორიტართან ერთად, ქალაქიდან მაქსიმუმ 5 მაჟორიტარი იქნება წარმოდგენილი;

შეასუსტებს საზოგადოებრივ კონსესუსს და საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება მოქალაქეებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გარეშეა მიღებული. აღნიშნული ფაქტი კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებებში;

კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხს, ვინაიდან ცესკოს მიერ გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში შექმნილ საარჩევნო ოლქებში უკვე დაწყებულია პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ გამგებლობისა თუ მერობის კანდიდატთა წარდგენა, აგრეთვე, დამკვირვებელი ორგანიზაციების სარეგისტრაციოდ ნომინირება. შექმნილ ვითარებაში კი, საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოს უწევთ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება, რითაც პასიურ საარჩევნო უფლებას უზღუდავენ საარჩევნო სუბიექტებს და ქმნიან არაკონკურენუნარიან საარჩევნო გარემოს;

წარმოშობს მმართველობითი ხასიათის პრობლემებს. 15 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების აგვისტოს ბოლოს ამოქმედებით, დღეს არსებული 14 თვითმმართველი ერთეული (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) შეწყვეტს არსებობას და სწორედ აგვისტოს ბოლოდან იარსებებს 7 გაერთიანებული მუნიციპალიტეტი, ხოლო გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოები - საკრებულოები, მერები და გამგებლები, შესაბამისი ადმინისტრაციებით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იარსებებენ.

წარმოშობს საბიუჯეტო პრობლემებს. აგვისტოს ბოლოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ისევ იარსებებს დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელთა მიღებასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები - მუნიციპალიტეტები აღარ იარსებებენ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გაიზიარონ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამაზარალებელ გადაწყვეტილებაზე.

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

2. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

4. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“

5. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

6. რეგიონის განვითარების ცენტრი

7. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი

8. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი

9. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

10. სამოქალაქო განვითარების სააგენტო

11. „კივიტას გეორგიკა“

12. საქართველოს მედია-კლუბი

13. სათემო განვითარების ცენტრი

14. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

15. ადამიანის უფლებათა ცენტრი

16. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

17. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი

18. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

19. ადამიანის უფლებების ადვოკატირებისა და დემოკრატიის ფონდი

20. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

21. „მწვანე კავკასია“

22. საერთო სამოქალაქო მოძრაობა - „მრავალეროვანი საქართველო“

23. ქალები რეგიონის განვითარებისთვის

24. სტუდია „რე“

25. გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი)

26. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)

27. მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” (გორი)

28. „საუნჯე“ (ზუგდიდი)

29. ასოციაცია ,,დეა" (ზუგდიდი)

30. „ათინათი“ (ზუგდიდი)

31. დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)

32. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)

33. ასოციაცია „ტოლერანტი“(ახალციხე)

34. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)

35. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)

36. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)

37. ჩვენ – ჯანსაღი მომავლისთვის (წეროვანი)

38. ევროპა ჩვენი სახლია (ქუთაისი)

39. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" (ქუთაისი)

40. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)

41. მთის განვითარების ცენტრი (სტეფანწმინდა)

42. ღირსეული სიბერე (ქობულეთი)

43. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება (მარნეული)

44. კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის (დუშეთი)

45. 18. სთეფ ფორვარდი (ბათუმი)

46. ბოლნისის ენის სახლი (ბოლნისი)

47. სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი

48. „მწვანე აკადემია“

49. მედიაცენტრი „კახეთი“- აღნიშნულია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42