იუსტიციის მინისტრის განცხადებით კონკურსი 2 ადგილზე დღეიდან ცხადდებ ა და 25 აგვისტომდე გაგრძელდება. თეა წულუკიანმა მოწიფული ასაკის იურისტებს მოუწოდებს კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება. ევროსასამართლოს ექსპერტთა საბჭომ პირველი სამეული ნანა მჭედლიძის კანდიდატურის გამო ჩააგდო, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ − სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






