თავდაცვის სამინისტროში პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 14:32, 25 Jul, 2017     1081
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ქართველ სამხედროებს, სამხედრო სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გამოცემა მიულოცა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გამოცემის მიზანი არა მხოლოდ სამხედრო ტერმინების სისტემატიზება, არამედ ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებში დამკვიდრებულ და ქართული სამხედრო ტერმინების სინქრონიზაცია იყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციური განვითარების პროცესში განათლებას, კერძოდ, სამხედრო განათლებას უპირატესობა ენიჭება. ლევან იზორიამ პირველ სამხედრო ენციკლოპედიურ ლექსიკონზე მომუშავე ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ შრომატევადი საქმისთვის, რომელიც სამხედრო მეცნიერების განვითარების საფუძვლად იქცა.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ სარედაქციო ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გაციფრულებას უზრუნველყოფს და წიგნის ელექტრონულ ვერსიას უწყების ახალ ვებგვერდზე განათავსებს.

პრეზენტაციაზე გამოცემის შინაარსობრივ მხარეზე აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, წიგნში განხილულია სამხედრო დარგის პროცესების სტრუქტურული და სისტემური კატეგორიები, სამხედრო სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის ტერმინები, სამხედრო თანამედროვე ტექნოლოგიები და დარგისათვის დამახასიათებელი სხვა სპეციფიკური ტერმინები და განმარტებები.

სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის შესახებ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ისაუბრეს.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ენციკლოპედიური ლექსიკონზე აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილთან ერთად, სარედაქციო ჯგუფი - გენერალ-მაიორები თენგიზ შუბლაძე და ვახტანგ კაპანაძე, ასევე სხვა ავტორები და შემდგენლები მუშაობდნენ.

სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის მომზადებაში წვლილი თავდაცვის უწყების, ასევე ქართული ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეიტანეს.

„ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შექმნას საფუძვლად დაედო სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) საგრანტო პროექტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42