“კიდევ ერთი დაწუნებული სია და წულუკიანის კიდევ ერთი მარცხი სტრასბურგში!"- თაქთაქიშვილი
პოლიტიკა - 12:45, 25 Jul, 2017     4383

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს შორის ექსპერტ-მრჩევლებმა კრიტერიუმებთან შესაბამისად ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მიიჩნიეს. სოფო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძესთან დაკავშირებით კი გაკეთდა შეფასება, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და პროფესიული გამოცდილების ხანგრძილივობა არის ხანმოკლე. აღნიშნულ ფაქტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით სტრასბურგის აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მიერ შერჩეული სამ კანდიდატიანი სია არის დაწუნებული, რადგან მათგან 2-ის კვალიფიკაცია არ შეესაბემა სტრასბურგის მოთხოვნებს:

“კიდევ ერთი დაწუნებული სია და წულუკიანის კიდევ ერთი მარცხი სტრასბურგში!

დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ლადო ჭანტურიაა სტრასბურგის მოსამართლეობისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მიერ შერჩეული სამ კანდიდატიანი სია არის დაწუნებული, რადგან მათგან 2-ის კვალიფიკაცია არ შეესაბემა სტრასბურგის მოთხოვნებს.

საქართველოდან წარდგენილი სია რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა, რომ წარდგენილი სამივე კანდიდატის კვალიფიკაცია, გამოცდილება და რეპუტაცია შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს სტანდარტებს.

შესაბამისად, მთავრობას მოუწევს თავიდან შეარჩიოს მოსამართლეობის კანდიდატები. ეს უკვე მე-3 სიაა, რომელსაც სტრასბურგი უკან აბრუნებს.

უსინდისო ტყუილია მოსამართლეთა შესარჩევნი ექსპერტთა პანელის გადაწყვეტილების ისე წარმოჩენა, რაც წულუკიანმა იკადრა.

დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ წარდგენილი კანდიდატების სია კიდევ ერთხელ დაწუნებულია ექსპერტთა პანელის მიერ.”- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42