სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლადო ჭანტურია შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს, ამის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა:
„ლადო ჭანტურიას სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს და საქართველოს მთავრობამ მივიღეთ შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნა - ლადო ჭანტურია კონკურსს აგრძელებს. მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპები სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება. მინდა მივულოცო ლადო ჭანტურიას ეს პირველი ეტაპის წარმატება.
ამავე ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ დანარჩენ ორ კანდიდატს ქალბატონ სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს. იმ ახალი წესებისა და მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს ორი კანდიდატი ერთ შემთხვევაში არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლო გამოცდილება აქვს.
თქვენ იცით, რომ შოთა გეწაძე 35 წლის არის და ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული, როგორც ახალგაზრდა ასაკი და ნათქვამია, რომ ამ ასაკიდან გამომდინარე ის დაახლოებით 7-წლიანი სამოსამართლო კარიერა რაც მას აქვს, არის ხანმოკლე. სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში, ნათქვამია, ის, რომ მას აქვს, როგორც ექსპერტები ამბობენ, ღირებული გამოცდილება, კარგი ცოდნა ადამიანის უფლებებში სამართალში, მაგრამ აქაც მიჩნეული იქნა ის, რომ ის არის 36 წლის და მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი და ხანგრძლივობა არის ხანმოკლე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






