საქართველოს საგარეო უწყება გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიას
პოლიტიკა - 10:35, 25 Jul, 2017     1420
აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო რამდენიმე დღეა სიტუაცია კვლავ დაიძაბა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის სამხედრო ძალებზე თავდასხმის შედეგად 11 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 15 დაიჭრა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. საგარეო უწყება გმობს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ აგრესიას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი რეაგირებისაკენ:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. როგორც ცნობილია 2017 წლის 18-20 ივლისის პერიოდში, უკრაინის სამხედრო ძალებზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 11, ხოლო დაიჭრა 15 ადამიანი - რაც ბოლო პერიოდში სიტუაციის განსაკუთრებულ გამწვავებას უსვამს ხაზს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ აგრესიას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი რეაგირებისაკენ. ასევე მოუწოდებს მხარეებს შესრულდეს მინსკის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები და შეწყდეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.“- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42