საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი - აშშ-ს კონგრესი დღეს უყრის კენჭს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების კანონპროექტს
პოლიტიკა - 08:59, 25 Jul, 2017     1755
რუსეთისა და ირანისთვის დამატებითი სანქციების შესახებ კანონპროექტში, რომელის აშშ-ოს კონგრესმა გამოაქვეყნა, საქართველოზეც არის საუბარი. კანონპროექტს კენჭი დღეს უნდა ეყაროს.

დოკუმენტში საუბარია რუსეთის მიერ აღბული ვალდებულებების დარღვევაზე, რომელიც მან 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციით და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შედეგად აიღო. კონგრესი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი არღვევს 2008 წელს გაფორმებული შეთანხმების პირობებს, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ გადაადგილებას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.

კონგრესი მოუწოდებს აშშ-ს პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და კონტროლი აღნიშნული ტერიტორიების საზღვრებზე ამ ქვეყნების ხელისუფლებების ხელში გადავიდეს.

კონგრესის დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინასა და საქართველოში სადაზვერვო ოპერაციების გამოყენება, საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს. კონგრესი აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს მუშაობა ევროკავშირთან, რათა მიმართოს სხვადასხვა სახის ძალისხმევას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების პოლიტიკას, რომელიც რუსეთის მიერ ძალის გამოყენებითა და უკანონო შეჭრით არის განხორციელებული აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესპრისპირეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42