საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო აქტივისტები პატრულირებას იწყებენ
პოლიტიკა - 08:44, 25 Jul, 2017     1386
საოკუპაციო ზოლთან მცოცავი უკანონო ქმედებებისა და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად დღეიდან სამოქალაქო აქტივისტების 3-კაციანი ჯგუფები 24 საათიან პატრულირებას იწყებენ.

აქტივისტები ამ ეტაპზე ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთს გააკონტროლებენ. ისინი პატრულირებაში ჩართვისკენ მოუწოდებენ ყველა მსურველს. აქტივისტების განმარტებით, ყველა დეტალი სამართალდამცავებთან შეთანხმებულია.

„ჩვენ ვიპატრულირებთ საზღვართან ძალიან ახლოს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეთანხმებული გვაქვს და კოორდინირებულად ვმუშაობთ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებთან. რისკის ფაქტორი ბუნებრივია, არსებობს ვინაიდან, რუსი ოკუპანტები არ ერიდებიან არცერთ ხერხს იმისთვის, რომ გაიტაცონ მშვიდობიანი მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიებიდან. შესაბამისად, ჩვენც მათ რიცხვში მოგვიაზრებენ ალბათ. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ჯგუფები ავარიდოთ ამ საფრთხეებს,“ - განაცხადა ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სოფელ ბერშუეთში ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გაიტაცეს. ისინი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ და ცხინვალის ციხეში ჰყავთ მოთავსებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42