ექსკლუზივი: დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს ცირამუას დაჯილდოების მოთხოვნით მიმართა
პოლიტიკა - 16:27, 24 Jul, 2017     2717
"ნიუპოსტმა" იმ დოკუმენტის მოპოვება შეძლო, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას დაჯილდოვების თხოვნით მიმართავს.

დოკუმენტი 2017 წლის 5 იანვრით თარიღდება.

ცნობისთვის, გორის ქალთა გუნდი კულტურის სამინისტროს სსიპ-ია, თუმცა მიუხედავად ამისა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ირწმუნება, რომ მას ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია Black Sea Arena-ზე გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელის დაჯილდოებას აპირებდა.

„კულტურის სამინისტროს პირველად ესმის ეს თემა, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ჩვენი სსიპ არის გორის ქალთა გუნდი, მაგრამ პრეზიდენტის ჯილდოს თაობაზე არაფერი ვიცი, პირველად მესმის,“ - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღესაც აცხადებს, რომ თეონა ცირამუასთვის პრეზიდენტის ღირსების ორდენის გადაცემაზე კომუნიკაცია ყველა მიმართულებით მიდიოდა.

მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო არ მიეცა საშუალება, რომ ცირამუა Black Sea Arena-ზე დამეჯილდოებინა.

”გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაცია არსებობდა ყველა მიმართულებით, მე ვიცოდი, რომ თეონა ცირამუას პრეზიდენტის ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა მომხდარიყო ”ბლექ სი არენაზე” და ცხადია ამისთვის ვიყავით მზად. მიგვაჩნია, რომ თეონა ცირამუა და გორის აკაპელა იმსახურებდა იმას, რომ ის ჯილდო გადაცემულიყო სწორედ მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე. ეს არის ხელოვანისთვის ყველაზე დიდი დაფასება. ჩვენ ამისთვის ვიყავით მზად, მაგრამ სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, რომელსაც ვფიქრობ, არანაირი ტიპის ლოგიკა არ ჰქონდა, არ მომეცა საშუალება, რომ ”ბლექსი არენაზე” დამეჯილდოვებინა თეონა ცირამუა და შესაბამისად, მოხდა მისი დაჯილდოება სხვა სივრცეში, რაც ძალიან სამწუხროა”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გავრცელებული ინფომაციით, ქეთი მელუასა და გორის ქალთა კაპელას კონცერტის პროგრამა მას შედეგ შეცვალა, რაც გაირკვა, რომ კონცერტს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად უნდა დასწრებოდა.

კითხვაზე ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის მისვლა ხომ არ იყო დაკავშირებული დაჯილდოების ჩაშლასთან, მანანა ბერიკაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ეჭვები მისთვის წარმოუდგენლია.

ჟურნალისტები ივანიშვილის კომენტარს Black Sea Arena-ს ფოიეში ელოდებოდნენ. თუმცა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა დარბაზი სათადარიგო გასასვლელით დატოვა.

მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა Black Sea Arena-ს წარმომადგენელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42