"კულტურის სამინისტროს პირველად ესმის ეს თემა" - მანანა ბერიკაშვილი თეონა ცირამუას დაჯილდოებაზე
პოლიტიკა - 16:00, 24 Jul, 2017     2835
კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის მტკიცებით, მას ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია "BLACK SEA ARENA"-ზე გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას დაჯილდოებას აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ გორის ქალთა გუნდი კულტურის სამინისტროს სსიპ-ია.

კულტურის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ჩატარებულ კონცერტში მათ მონაწილეობა საეროდ არ მიუღიათ.

„კულტურის სამინისტროს პირველად ესმის ეს თემა, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ჩვენი სსიპ არის გორის ქალთა გუნდი, მაგრამ პრეზიდენტის ჯილდოს თაობაზე არაფერი ვიცი, პირველად მესმის,“ - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

შეკითხვაზე "BLACK SEA ARENA"-ზე ბიძინა ივანიშვილის მისვლა ხომ არ იყო დაკავშირებული დაჯილდოების ჩაშლასთან, მანანა ბერიკაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ეჭვები წარმოუდგენლად მიაჩნია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას Black Sea Arena-ზე ღირსების ორდენის გადაცემის საშუალება არ მიეცა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გუშინ გამართული კონცერტის შემდეგ სცენაზე უნდა დაეჯილდოებინათ, თუმცა სახელმწიფო ორდენის გადაცემა პრეზიდენტის წარმომადგენელს ბათუმში მოუხდა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა ჯერ კიდევ 6 თვის წინ, მიმდინარე წლის იანვარში მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თეონა ცირამუას დაჯილდოება, სწორედ "Black Sea Arena"-ზე სთხოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42