"ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება" - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 15:32, 24 Jul, 2017     1104

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის პრემიერი საქართველოში მოიწვია.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ განვიხილავთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ქართული მხარე ძალიან მოწადინებულია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები ამ განსაკუთრებულ ქვეყანასთან.

როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მეგობრული ერების 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები მკაფიოდ აღიბეჭდა ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში.

ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა. ამ მხრივ, 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც უკვე აღინიშნა, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ერებს შორის არსებული ამ განსაკუთრებული მეგობრობით.

სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს. ქართული მხარე განუხრელად მიჰყვება ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზას. ბატონი პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა თქვენ თავად იხილოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ ის დამოკიდებულება და სენტიმენტები, რომლებიც ქართველებს გააჩნიათ ებრაელი ხალხის მიმართ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი. წარმატება მიღწეულია პრაქტიკულად ყველა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენი ქვეყნები დგანან მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ თქვენს ხალხსა და სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ბრძოლაში.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენი მთავრობისა და ხალხის მზადყოფნას ჩვენი ორმხრივი კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ვიზიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები"- განაცხადა კვირიკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42