"აუდიტის სამსახურმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში რაიმე სახის ფინანსური დარღვევა ვერ აღმოაჩინა" - გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკა - 14:10, 24 Jul, 2017     1410
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს,რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მათივე თხოვნით შევიდა.

”აუდიტის სახელმწიფო სამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა ჩემი თხოვნის საფუძველზე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო ხარჯებზე და მუდმივად ვკითხულობთ და გვაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ხარჯების გაუმჯობესება. შესაბამისად, ეს იყო მიზეზი, თუ რატომაც ვთხოვეთ აუდიტის სამსახურს შემოსვლა. რაც შეეხება აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პრეზიდენტის სარეზერვო ხარჯებს, აქ არც ერთ შემთხვევაში არ არის საუბარი, რომ რაიმე ტიპის ხარჯი იყო არასწორად გაწეული. აქ არის სარეკომენდაციო ხასიათი, თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან ჯობდა ხარჯის გაწევა. ორივე არის ბიუჯეტის ფული მოგეხსენებათ, უბრალოდ საუბარი იყო თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან იქნებოდა უფრო ეფექტური ხარჯის გაწევა. ჩვენ დავეთანხმეთ, რადგან ეს არანაირი პრინციპული საკითხი არ იყო.

”ჯიპასთვის ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული ხარჯი არის მხოლოდ 20% იმ ხარჯისა, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ სხვადასხვა ტიპის პროექტებში, სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. სულ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს დაფინანსებული აქვს 2 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები 15 უმაღლეს სასწავლებელში. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელფასებს - მოგეხსენებათ, ყველა პროექტს აქვს სხვადასხვა სპეციფიკა, არსად კანონში არ არსებობს ჩანაწერი, თუ რა ტიპის ხარჯი რა ოდენობით უნდა იყოს გაწეული, აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია ჩვენი მხრივ უკვე გათვალისწინებულია და მიმდინარე წელს სახელფასო ფონდი შეადგენს მხოლოდ 20%-ს. რაც შეეხება სხვა პროექტებს, 268 პროექტიდან მხოლოდ 5 პროექტში არის, როცა ხელფასები მცირედით აღემატება 20%-ს. აქ განსაკუთრებული არაფერია, თუმცა რეკომენდაცია გათვალისწინებულია”-განაცხადა აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42