ურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა. "ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, მხოლოდ აკნინებს ვეტოს მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს" - აცხადებს ბესელია.
,,ვეტო არ არის არც განსჯის, არც დაფიქრების, არც გამოწვევების პოლიტიკური იარაღი, ვეტო არის ის სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს იშვიათ შემთხვევაში და მაშინ, როდესაც კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება ხდება. უკაცრავად, ეს პარლამენტია, საკანონმდებლო ორგანოა და პარლამენტი იღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც მიაჩნია რომ ხალხის წარმომადგენლობითი ფუნქციიდან გამომდინარეობს. ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ემსახურება არჩევნების პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებას. ეს ხარვეზები, რაც უფრო დროულად გამოსწორედება, უკეთესია. ის რომ პრეზიდენტი ამ ხარვეზების დატოვებისკენ მოგვიწოდებს, ეს ლიგიკური არაა",- აღნიშნა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






