საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვს
პოლიტიკა - 10:17, 24 Jul, 2017     976
ამ დრომდე გაურკვეველია საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრის თარიღი. თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია. ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - ისინი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მეორე მოსმენის სტადიაზე დაბრუნებას და ფუნდამენტურ საკითხებზე დიალოგს ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციები განსხვავებულია თავად გუნდშიც.

„ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ პარტიებს ჰქონდეთ არჩევნებში მიღების უფლებაც და საშუალებაც. ჩვენ ვამბობთ, რომ მოქალაქეებსაც და პარტიებსაც უნდა ჰქონდეთ. უმრავლესობაშიც ადამიანები არიან, ბევრს გააზრებული აქვს ამ სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები, ასე რომ, ჩვენთანაც არის აზრთა სხვადასხვაობა. კონსტიტუციის საყოველთაო განხილვამ დაადასტურა, რომ ხალხი მომხრეა, რომ პარტიების გარდა, მოქალაქეებსაც დარჩეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის ხელისუფლება არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე უბრალოდ საუბარსაც კი არ აპირებს.

„ხელისუფლებასთან ამ თემაზე დიალოგი შეუძლებელი იქნება თუ პროექტი არ დაბრუნდა განხილვის წინა ეტაპზე. იმიტომ, რომ მესამე მოსმენის სტადიაზე შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა არის კანონით აკრძალული. მონაწილეობას მივიღებთ ყველა იმ დისკუსიაში თუ ამ დისკუსიას ექნება აზრი, თუმცა ამ ეტაპზე ხელისუფლება აცხადებს, რომ არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე უბრალოდ საუბარსაც კი არ აპირებს, ამ პირობებში ასეთი პროცესების გაპრავებას არ ვაპირებთ,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ზაზა ბიბილაშვილი.

ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების გარეშე ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებს არც „ევროპული საქართველო“.

„არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ მოდელს, რომელიც შემოთავაზებულია, დავთანხმდებით. ამიტომ, თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდათ რეალურად კონსენსუსი, ისინი უნდა წამოვიდნენ დათმობებზე,“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენის სტადიაში მოლაპარაკებებას აზრი არ აქვს.

„კონსტიტუცია რეალურად ის დოკუმენტი უნდა იყოს, რომელიც იქნება მორგებული არა ერთ პარტიაზე ან ერთ ადამიანზე, არამედ ის ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას მოემსახურება. ხელსიუფლებას თუ სურს კონსენსუსი, მას მოუწევს ამ ორი მოსმენის გინდათ გაუქმება დავარქვათ, გინდათ უკან გამოწვევა. იმიტომ, რომ მესამე მოსმენა შეიძლება მხოლოდ ფილოლოგებმა შეამოწმონ და მათთან შედგეს კონსენსუსი,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42