„მიწის საკუთრების შეზღუდვა, კონსტიტუციის პროექტში და პოლიტრიტორიკაში
კონსტიტუციის ყველა პროექტში წერია "მიწა", დანიშნულების დაკონკრეტების გარეშე
უმრავლესობის წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ რა ეწერა კონსტიტუციის პროექტში, საუბრობდნენ მხოლოდ სასოფლო მიწაზე, პროექტი კი არასასოფლოსაც ეხება
ეს ფორმულირება საკონსტიტუციო სასამართლოში წასვლისა და უფლების დაცვის საშუალებასაც სპობს, საბოლოო წერტილს უსვამს ამ პერსპექტივასაც
მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი და ფორმულირება იცვლებოდა, მაგრამ "მიწა" არასდროს შეცვლილა, ასე ეყარა კენჭი 2 მოსმენით. ამდენად, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით მე-3 მოსმენაზე ვეღარ შეიცვლება.
ეს ფორმულირება ნიშნავს რომ უცხოელებს (ან ქართველებსაც, უცხოელთა პარტნიორებს) ყველა სახის მიწის საკუთრება ეზღუდებათ. გამონაკლისები შეიძლება დადგინდეს (და არა, აუცილებლად დადგინდება!) ორგანული კანონით. მაგ.: ფოთში დასაშვებია, გორში - არა, სასოფლო დასაშვებია, არასასოფლო - არა, სათიბი დასაშვებია, სახნავი - არა და სხვა, და პირიქით. მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტგემოვნების მიხედვით. 2020-ში, 2024-ში ან მერე ვინ იქნება პარლამენტში და რას იზამს ამას ვერც ინვესტორი, ვერც დღევანდელი მმართველნი და ვერც ჩვენ რიგითი მოკვდავნი ვერ განვჭვრეტთ, ჰოდა როგორი გრძელვადიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემო და განვითარებული ეკონომიკა გვექნება რთულად დასანახი არ უნდა იყოს!“- წერს ლევან ალაფიშვილი ფეისბუკზე.

მასალის გამოყენების პირობები






