ლევან იზორია და ალექსანდრე ჯეჯელავა მანავის მომავლის ბანაკში იმყოფებოდნენ
პოლიტიკა - 11:12, 24 Jul, 2017     1602
„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, მანავის მომავლის ბანაკში მესამე ნაკადის ახალგაზრდებისთვის სამხედრო დღე გაიმართა. ახალგაზრდები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოინახულეს. მთავრობის წევრები მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებსა და პროგრამას პირადად გაეცნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალგზრდებს სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ პროგრამის ორგანიზატორებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალგარდებს სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრები ახალგაზრდების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მოგვიენებით ლევან იზორიამ და ალექსანდრე ჯეჯელავამ მოზარდებთან ერთად ისადილეს. დღესვე, სკოლის მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლურად საჩუქრებიც გადაეცათ.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.

ერთკვირიანი პროგრამის მიხედვით ერთი დღე სამხედრო თემას ეთმობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ქართველმა სამხედროები მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებსაც აცნობენ.

სამხედრო ინსტრუქტორები ახალგაზრდებს დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხებს აცნობენ. 100 მეტრის და 45 მეტრი სიგანის მოედანზე, სამზოლიან წინაღობის დაძლევაში მოზარდები ერთმანეთს წონითი კატეგორიის მიხედვით ეჯიბრებიან.

სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ქართული და დასავლური წარმოების თანამედროვე შეიარაღების, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ტექნიკისა და ეკიპირების გამოფენა დათვალიერების შესაძლებლობაც აქვთ.

საზაფხულო სკოლების პროგრამას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

პროგრამის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42