პრეზიდენტის ვეტო - ოპოზიცია მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს, ხელისუფლება მის დაძლევაზე ფიქრობს
პოლიტიკა - 10:27, 24 Jul, 2017     1090
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება, რის შემდეგაც კენჭისყრის ზუსტი თარიღი უნდა დამტკიცდეს. შეხვედრამდე პრეზიდენტის ვეტოს ირგვლივ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ შემუშავებული შენიშვნები მიუღებელია მმართველი ძალისთვის.

ქართულ ოცნებაში ამბობებ, რომ პრეზიდენტის მოტივორებული შენიშვნები საქართველოს საკანონმდებლო სივრცესთან თავსებადი არ არის.

„მოტივირებულ შენიშვნებს უნდა გავეცნოთ, ეს არ არის მარტო ის დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად უნდა დაიძლიოს. ჩვენ უნდა ვნახოთ ის შენიშვნები, რასაც პრეზიდენტი წარმოადგენს. ზოგადად, ის განცხადებები და ის შენიშვნები, რაც მან გააჟღერა, ჩვენ ვთვლით, რომ არ არის თავსებადი ჩვენი საკანონმდებლო სივრცისთვის. ამიტომ, ამაზე ვიმსჯელებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავძლევთ თუ არა ვეტოს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პრეზიდენტის მშენიშვნებს იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებას“ კანონს საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებს. უმცირესობა ამბობს, რომ მმართველი ძალა აუარესებს დემოკრატიის ხარისხს და თვითმმართველობის პრინციპებს.

„პრეზიდენტმა სამ კანონს დაადო ვეტო, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მოტივირებულ შენიშვნებს. ეს არის ხელისუფლების მიერ ყველანაირად, ნებისმიერი ხერხით მიღწევა რაღაც წარმატებისა, მომავალ არჩევნებში და უნდათ, რომ კანონებიც კი შეცვალონ ამ მიზნით. ეს არის ძალიან სერიოზული გაუარესება, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის, ასევე დემოკრატიისა და თვითმმართველობის პრინციპების,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის კანონს ამომრჩევლის მხარდაჭერის არარსებობის გამო ცვლის.

„ამომრჩევლის მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, მათ ურჩევნიათ, რაც შეიძლება ნაკლებ ოლქში ჩაატარონ პირდაპირი წესით არჩევნები. ასეთი ვიწროპარტიული, პოლიტიკური მიზნით სჯიდე მოსახლეობას და ართმევდე მათ თვითმმართველობის ეფექტურად განხორცილების შესაძლებლობას, შეუძლია მხოლოდ "ქართულ ოცნებას,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42