,,ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, არ მომეცა საშუალება თეონა ცირამუა დამეჯილდოვებინა Black Sea Arena -ზე“ - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 18:42, 23 Jul, 2017     2130
ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოპულარიზაციისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო თეონა ცირამუას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გადასცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ საკონცერტო დარბაზში თეონა ცირამუსათვის ღირსების ორდენის გადაცემა Black Sea Arena-ზე ვერ მოხერხდა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიას ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუაც ესწრებოდა, რომელსაც გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად დღეს Black Sea Arena-ზე კონცერტი აქვს დაგეგმილი.

გიორგი აბაშიშვილმა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თეონა ცირამუა ჯილდოს გადაცემას მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე ნამდვილად იმსახურებდა.

"მინდა გუნდს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს წარმატება ვუსურვო. მე ვიცოდი, რომ ჯილდოს გადაცემა უნდა მომხდარიყო Black Sea Arena -ზე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, არ მომეცა საშუალება თეონა ცირამუა დამეჯილდოვებინა Black Sea Arena -ზე.

ვფიქრობ, რომ თეონა ცირამუა იმსახურებდა ამ ჯილდოს მიღებას მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე. დღეს წარმატებას ვუსურვებ ქეთი მელუას და გორის კაპელას ამ ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტის დროს. მადლობა ქეთი მელუას, რომ ის ასეთ პოპულარიზაციას უწევს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ბათუმში დაჯილდოების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42