პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, აქციას არ აქვს ძალადობრივი ხასიათი და ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.
„თავშეკავება, პირველ რიგში, მართებთ იმ ადამიანებს, იმ ფაშისტებს, რომლებიც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრებიან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლება განვახორციელოთ და გავიაროთ აღმაშენებლის მოედანზე. რამდენიმე კვირის წინ იყო, როცა ამ პროპუტუნისტურმა ფაშისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს მსგავსი მანიფესტაცია, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მათ მიმართ, ჩვენ პრეტენზია მათ კონსტიტუციურ უფლებასთან, რომ მათ ამის უფლება ჰქონდათ, არ გვქონია. შესაბამისად, დღეს ჩვენ გავივლით აღმაშენებლის გამზირზე და ჩვენ ვიქნებით უფრო მეტნი და ვაჩვენებთ, რომ საქართველოში ფაშისტური ძალები ვერასდროს ვერ გაიმარჯვებენ,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საპატრიარქომ ქართული მარშისა და ევროპული საქართვეოს წევრებს, აქციის გამართვისგან თავშეკავება ურჩია.
მასალის გამოყენების პირობები






