დავით ნარმანიამ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 13:12, 23 Jul, 2017     1545
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, GWP-ს ოპერაციული მართვის დირექტორთან მამუკა კიკალიშვილთან და საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, მიხეილ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასათიანის ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. წყალსადენის მაგისტრალური ქსელის და განშტოებების 240 გრძივი მეტრი იცვლება ახლით. პარალელურად წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 7 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. წყალსადენის ახალ ქსელზე 7 საკვანძო-სათვალთვალო ჭა მოეწყობა. ამასთანავე წყალარინების ქსელის 100 გრძივი მეტრი იცვლება ახლით, რომელზეც განახლდება სათვალთვალო ჭები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის ახალ საფარს საბურთალოს გამგეობა დააგებს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.

„ასათიანის ქუჩაზე ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე წლების მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების გამო მიწის საფარი იყო ჩაწეული. ამჟამად მასშტაბური კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ხდება დაერთებები გარშემო დასახლებებთან. მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების დასრულების შემდეგ საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია მოაწყობს გზის საფარს და ტროტუარებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42