გიორგი აბაშიშვილი ბათუმში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
პოლიტიკა - 20:07, 22 Jul, 2017     1576
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აჭარაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

გიორგი აბაშიშვილი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე სასტიპენდიო პროექტში მონაწილეობენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის მემორანდუმის ფარგლებში, სტიპენდია აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის საფუძველზე გაიცემა და სტუდენტთა წახალისების და მოტივაციის მიზნით ხორციელდება. მიმდინარე სემესტრში, სტიპენდიას აკადემიის 13 წარჩინებული სტუდენტი იღებს.

ადმინისტრაციის უფროსისა და სტუდენტების შეხვედრისას საუბარი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს და იმ ერთობლივ პროექტებს შეეხო, რომელიც გასულ წელს განხორციელდა და რომელიც აკადემიის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრა გამართა ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა მედიის და კულტურის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა.

პროექტი მიზნად ისახავდა მედია და კულტურის საბაკალავრო პროგრამის მომზადებას და განვითარებას. პროექტის ფარგლებში ითარგმნა მედიისა და კულტურის ლიტერატურა და სახელმძღვანელოები, ჩამოყალიბდა სასწავლო პროგრამა ჩატარდა ვორქშოპები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42