დედაქალაქის მერის თქმით, მიმდინარეობს კვლევა, რის საფუძველზეც ქალაქის მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქალაქში მოძრაობა სხვა პერიოდებთან შედარებით განსხვავებულია და მერიის მიერ ჩატარებული კვლევა რეალურ სურათს ვერ მისცემს.
მისი თქმით, მერიის არგუმენტი, რომ მათი კვლევის მიხედვით ცალმხრივი მოძრაობა მოქალაქეებისთვის მისაღებია, გაუმართლებელია.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გივი კუბლაშვილი, აცხადებს, რომ თვის ბოლოს მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
„24-დან 26-ის ჩათვლით შეზღუდვები იქნება საბურთალოს, ვაჟას კვარტლებისა და ასევე ნუცუბიძის კვარტლების, ნაწილი ვაკის, ბაგებისა და წყნეთის მოსახელობისთვის. მიწოდება იქნება დილით 08:00-დან 11:00-მდე და ასევე, საღამოს 20:00-დან 23:00-მდე,“ - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






