„პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, აუცილებლად ორივე ვეტო უნდა იქნას დაძლეული ორივე კანონზე, რადგანაც როგორც ერთი, ასევე მეორე კანონპროექტი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაზა ბიბილაშვილი კი პრეზიდენტის ვეტოს დადებითად აფასებს.
ენმ-ში მიაჩნიათ, რომ მმართველ გუნდი ივანიშვილის გავლენის ქვეშა.
„ისინი ამბობენ, რომ ვეტოს დაძლევენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შინაარსობრივად არც კი უღრმავდებიან იმ შენიშვნებს, ისინი არც კი აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას რომლის წინაშეც დგანან და განაგრძობენ იმ დავალების შესრულებას, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე ახორციელებენ ივანიშვილების ოჯახის წინაშე,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრები პარტიული მიზნების მისაღწევად თვითმმართველობის რეფორმის გახორციელებას ცდილობენ - ეს შეფასება კი "ევროპული საქართველოს" წევრს ირაკლი აბესაძეს ეკუთვნის.
„ქართულ ოცნებას დაკარგული აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და ამ თვალსაზრისითაც მათთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ნაკლებ ერთეულში ტარდებოდეს არჩევნები,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






