პრეზიდენტის ადმინსიტრაციას იმედი აქვს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის უმრავლესობა, ძალიან გულდასმით გაეცნობა შენიშვნებს.
„მე იმედი მაქვს, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის უმრავლესობა, ძალიან გულდასმით გაეცნობა ჩვენს შენიშვნებს, ასევე პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების, რომლებმაც ეს სფერო ძალიან კარგად იციან. ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ ამ ორი ცვლილებით უარყოფილ ხდება და უკან ტრიალდება თვითონ „ოცნებისვე“ მიღწევები, რომლითაც იგი ამაყოფდა და საერთოდ ჩვენი სახელმწიფო ამაყოფდა 2013-14 წლებიდან,. მაგრამ ამავე დროს სამწუხარო ის არის, რომ ეს ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები “ადგილობრივი თვითმმართველობისა” და “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს გიორგი მარგველაშვილმა უკვე გადაუგზავნა.
საპარლამენტო უმრავლესობა, პრეზიდენტის ვეტოების დასაძლევად ემზადება. ოპოზიცია კი დემოკრატიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






