“ეს არის ზომა, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ, რამდენადაც, გარდა უსაფრთხოებისა, ქმნის ჰუმანიტრულ გამოწვევებს. ყოველ ჯერზე საფრთხის ქვეშ დგება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკუთარ მიწებზე წვდომის საკითხი, რაც მათთვის, რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რამდენადაც, ნებისმიერი ასეთი ეპიზოდი, რა მასშტაბისაც უნდა იყოს ის, კიდევ ერთხელ არის დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. უკანონო აქტი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და შეთანხმებებს, რომლის მონაწილეც თავად რუსეთი გახლავთ. ამავდროულად, ძალიან მძიმე გამოწვევებს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რას ემსახურება მთლიანად ეს პროცესი. ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა, ოკუპაციის გაგრძელება იმგვარად, რომ რეგულარული პროვოკაციებით მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოებაში დაძაბული ფონის, პროვოკაციებზე ერთგავარდ წამოგების მცდელობა, რაც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენი მხრიდან არ მოხდება“ - განაცხადა ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






