„ეს არ არის საზღვარი, ეს არის საოკუპაციო ხაზი და სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს იქ საოკუპაციო რეჟიმი, უკავშირდება საოკუპაციო ხაზის დაფიქსირებას. ჩვენ ამ ფაქტს, ისევე როგორც ყველა წინა ფაქტს ძალიან მკაცრს შეფასებას ვაძლევთ. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი, პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვახერხოთ პროვოკაციული ქმედებების შეჩება. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ მომდევნო წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები ოკუპირებულ რეგიონებში უმკაცრესად არის შეფასებული და დაგმობილი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“- განაცხადა ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






