გვარამია ფინანსთა მინისტრს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 18:16, 21 Jul, 2017     2171
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ფინანსთა მინისტრმა კანონი დაარღვია რადგან გაამხილა რუსთავი2-ის კონფიდენციალური საგადასახადო ინფორმაცია. ამის შესახებ რ2-ის დირექტორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ნიკა გვარამიამ აღნიშნული ფაქტი კონკურენტული გარემოს დარღვევად შეაფასა:

„რაც ფინანსთა მინისტრმა ჩაიდინა არის მძიმე კანონდარღვევა, ინფორმაციის გათქმა იმ ადამიანისგან ვისაც ამის დაცვა ევალება, ეს არის საშიში სიგნალი ყველა ინვესტორისთვის. კონკურენტუნარიანობის დარღვევა არის ის რაც რ2-ის წინააღმდეგ გააკეთეს და უპირველესად ტელეკომპანია იმედის სასარგებლოდ. საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ტელეკომპანია რ2-ის დავალიანება გაცილებით ნაკლებია, საქართველოს სახელმწიფოს დავალიანებაზე რ2-ის მიმართ. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოსაც, რომ ანაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც რ2-ს სახელმწიფოს ქმედებების შედეგად მიადგა. რუსთავი2-ს ერთი თეთრი არ მიუღია დამფუძნებლებისგან განსხვავებით ტელეკომპანია იმედისა , რომელიც დღეს არის ბაბილონის გოდილი და რ2-იდან წასული და გადაბირებული ადამიანებიც იმყოფებიან იქ, როგორც ჩანს გაიზარდა ხარჯები და გადაწყვიტეს რომ დაკავდნენ რ2-თან არაკოლეგიალური და არაკონკურენტული ბრძოლით. არაკონკურენტულ გარემოში სწორედ რ2 იმყოფება.“-განაცხადა ნიკა გვარმაიამ, მისი თქმით სახელმწიფო და ტელეკომპანია იმედი რუსთავი2-ის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვის და "იმედმა" რ2-ის თანამშრომლები გაბერილი, არარეალური ხელფასების დაპირებით გადაიბირა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42