"NDI-ის მისია ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს საქართველოშია"- ხათუნა გოგორიშვილი
პოლიტიკა - 17:33, 21 Jul, 2017     1214
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა NDI-ის მისიის კრიტიკული შეფასებები შეაფასა.
მისი თქმით, გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა ის ხარვეზი დაადასტურა, რაზეც პოლიტიკური ოპოზიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრობდა.

ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ NDI - ის შეფასება კიდევ უფრო მძაფრდება იმ პირობებში, როცა ქვეყანა საარჩევნო ციკლში შედის.

"NDI-ის მისია ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. ეს შეფასება კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვევა. NDI-ის მისია ზუსტად ამბობს იმას, რომ ეს არის ერთი პარტიის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და მას კონსენსუსთან შემხებლობა არ აქვს. ერთ მხარესაა ქართული ოცნება და მეორე მხარეს მთელი ქართული საზოგადოება - პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები... ეს განცხადება იყო დასტური, რასაც რამდენიმე თვეა ჩვენ, ყველანი ვამბობდით, რომ არ შეიძლება ქვეყნის მთავარი კანონი, მიღებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ.

განცხადებაში ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის ფაქტი თუ როგორ შეაფასეს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემო. მათ პრესრელიზში პირდაპირ წერია, რომ მათ ორი საქართველო ნახეს. ერთი "ქართული ოცნების" და თანამდებობის პირების და მეორე ყველა სხვა ყველა დანარჩენის. განცხადების ავტორები პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, სასამართლო პროცესებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახალ წესზე და სხვა ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას. ძალინ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარვეზები ასეთმა მაღალი ნდობის საერთაშორისო ირგანიზაციამ დაადასტურა"- განუცხადა "ნიუპოსტს" გოგორიშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებით, წინასაარჩევნო დელეგაცია გადააწყდა ორ საქართველოს - ერთს, რომელსაც მმართველი პარტია ხედავს და მეორეს, რომელიც ყველა დანარჩენმა აღწერა, ვისაც შეხვდნენ.

ამასთან, NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციის ახალ პროექტს, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების მხარდაჭერა,შეამცირებს ისეთი სისტემის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42