"NDI-ის მკაცრი დასკვნა დასავლელი პარტნიორების განწყობას ასახავს" - აკაკი მინაშვილი
პოლიტიკა - 17:18, 21 Jul, 2017     1586
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაციის ანგარიშს "ნიუპოსტთან" აფასებს.

მისი თქმით, ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დაადასტურა ის შენიშვნები, რაზეც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების ირგვლივ აცხადებენ.

მისი თქმით, აღნიშნული კრიტიკული განცხადება საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებას და კრიტიკას ასახავს, რომელიც "ქართული ოცნების" მისამართით კეთდება.

" ეს არის ძალიან მკაცრი განცხადება, ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციისგან. სადამკვირვებლო მისიის მსგავსი განცხადება ეს ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ არის. მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობებისა, ეს არის იმდენად მკაცრი განცხადება, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების განწყობას, მოქმედი ხელისუფლების მიმართ ძალიან მკაცრად გამოხატავს. საჯაროდ, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საკონსტიტუციო რეფორმას ძალიან დიდი ხარვეზები აქვს და არ ხდება კომპრომისი. მეორე და მნიშვნელოვანი გზავნილია ის რომ ერთ მხარესაა მხოლოდ ხელისუფლება და მეორე მხარეს მთელი ქართული საზოგადოება: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.

გამოჩნდა რომ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის ადმინისტრაციულ რესურსზე, საუბარია მედიის საქმიანობის შეზღუდვაზე, საარჩევნო საკითხების გაშუქებაზე... მაშინ როცა საარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ არ არის დაწყებული, სადამკვირვებლო მისიები უკვე საუბრობენ სერიოზულ ხარვეზებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მითი და დაპირება, რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა, რომ საქართველოში დემოკრატიის ოაზისს შექმნიდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ დაიმსხვრა. ცალსახად, ყველა აღიარებს, რომ ამ ხელისუფლებას არც სურვილი და არც უნარი არ აქვს, რომ ქვეყანაში დემოკრატია გააძლიეროს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" აკაკი მინაშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებით, წინასაარჩევნო დელეგაცია გადააწყდა ორ საქართველოს - ერთს, რომელსაც მმართველი პარტია ხედავს და მეორეს, რომელიც ყველა დანარჩენმა აღწერა, ვისაც შეხვდნენ.

ამასთან, NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციის ახალ პროექტს, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების მხარდაჭერა,შეამცირებს ისეთი სისტემის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42