იუსტიციის სახლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე საფასურის გადახდა თიბისი ბანკის პოსტერმინალებით იქნება შესაძლებელი
პოლიტიკა - 17:20, 21 Jul, 2017     856
დღეიდან, იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეეძლებათ. ხელშეკრულებას იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის უკვე მოეწერა ხელი.

საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე თიბისი ბანკის პოსტერმინალი განთავსდა, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. 236 პოსტერმინალი იუსტიციის სახლს თიბისი ბანკმა გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურმა უზრუნველყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიმართულებით მომსახურების საფასურის გადახდა იუსტიციის სახლის 19-ვე ფილიალში ნებისმიერი ტიპის საბანკო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი, რომლითაც დაშვებულია ანგარიშსწორება საქართველოს ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართულებით მომუშავე ოპერატორებთან თიბისი ბანკის პოსტერმინალები 2016 წლიდან არის განთავსებული. მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლში არსებული ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ მოუწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სერვისების მიმართულებით.

„ჩვენ გავაგრძელეთ წარმატებული თანამშრომლობა იუსტიციის სახლთან და როგორც დავპირდით ჩვენს მომხმარებელს, პოსტერმინალით გადახდა უკვე სამოქალაქო რეესტრის სერვისებზეც გავხადეთ შესაძლებელი. ამით მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი ექმნებათ, მათ უკვე შეუძლიათ მომსახურების საფასური პლასტიკური ბარათით ადგილზევე გადაიხადონ ოპერატორთან, უკვე აღარ არის საჭირო თანხის გადასახდელად ბანკის ფილიალში წასვლა და რიგში ჩადგომა. თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველგან, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, რათა დავუზოგოთ მათ დრო და შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი,“ - განაცხადა ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42