„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ნოყიერ ნიადაგს უმზადებენ რუსეთიდან მართულ ე.წ პატრიოტულ ძალებს"- ახალი საქართველო
პოლიტიკა - 17:01, 21 Jul, 2017     1993
„პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველო“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„რუსეთის ქმედებები ცხადად აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს ქვეყანაში ქაოსის შექმნას - ამ სტრატეგიას იგი საკმაოდ წარმატებულად იყენებს მ.შ. ევროპაში, როდესაც აქტიურად აძლიერებს მოფაშისტო თუ ფსევდო-მემარცხენე მარგინალურ ჯგუფებს და ამ გზით ცდილობს საზოგადოებრივი დისკურსი გადაიტანოს საზოგადოების განვითარების კონსტრუქციული დისკუსიიდან დესტრუქციულში. ამის თვალსაჩინო გამოვლინება არის მოძალადე მენტალობის მქონე კორკოტაშვილ-კვიციანების აქტივობების მომრავლება, “მარშებითა” და სოციალურ ქსელებში ძალადობის პროპაგანდით.

ამ ფონზე, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არანაირი პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა იმ დეზინფორმაციებსა და ჰომოფობიურ განცხადებებზე, რომლებიც იდოლოგიურ საფუძველს და წინაპირობებს უმზადებდა ე.წ. ქართულ მარშს. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ იანვარში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შემდგომში „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების უპასუხისმგებლო განცხადებებმა, მარგინალური ჯგუფების ქმედებები კიდევ უფრო წაახალისა. ეს ქმედებები აძლიერებს რუსეთის სტრატეგიას ეროვნული გრძნობებისა თუ სოციალური პრობლემებით მანიპულირებითა და სიძულვილის დანერგვით ქვეყანაში მოახდინოს დაპირისპირების პროვოცირება და საზოგადოების გახლეჩა.

23 ივლისს, პარტია “ევროპულმა საქართველომ”, დაანონსა ე.წ. „ქართული მარშის“ საპასუხო აქცია. არავისთვის საკამათო არაა, რომ სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები, თავისი რეპუტაციით, ახდენენ ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაციას, როცა ხელოვნურად ქმნიან ქართული და ევროპული ფასეულობების ცრუ შეუთავსებლობის ფონს.

“ევროპული საქართველოს” ლიდერებს მართლაც თუ შესტკივათ გული ამ ღირებულებებზე და ეს არაა ვიწრო პარტიული “პიარით” ნაკარნახევი, მოვუწოდებთ, თავი შეიკაონ, რადგან მათი ნებისმიერი ქმედება თუ განცხადება - მათ მიმართ, მოსახლეობის ფართო წრეებში ობიექტურად არსებული სიძულვის გამო, საზოგადოებას ამ ღირებულებების მიმართ კიდევ უფრო ნეგტიურად განაწყობს.

კორკოტაშვილები და ჩერგოლეიშვილ-ბოკერიები იმ ერთი ფენომენის ორი ბოლოა, რომლის სათავე მენტალური ბოლშევიზმია - სხვათა აზრის შეუწყნარებლობა. ამას არც ქართულ ტრადიციებთან და არც დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ასაზრდოებენ და ატივტივებენ პოლიტიკურ ავანსცენაზე.

ჩვენი არჩევანი არაა კორკოტაშვილ-კვიციანსა და ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას შორის. ჩვენ უნდა ვაშენოთ ისეთი ახალი საქართველო, სადაც ადგილი ექნება როგორც მემარჯვენე, ასევე, მემარცხენე იდეებს, ქვეყანა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ინდივიდულობის თუ იდენტობის განვითარებით იყოს კაცობრიობის სრულფასოვანი წევრი, როგორც ეს უნდოდა დავითს, ილიას, ვაჟას და რისი ნიმუშიცაა შოთა რუსთაველი, მისი მრავალფეროვანი და ჭეშმარიტების მაძიებელი გმირებით “ინდოეთიდან” “არაბეთამდე”.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა ჯანსაღი რეაქცია ე.წ. პატრიოტების წამოწყებულ პროვოკაციულ ქმედებაზე და მიგვაჩნია, რომ ასეთივე კონსოლიდირებული პოზიციით უნდა მოვითხოვოთსამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედების გამოძიება, რომელსაც, ბოლო პერიოდში, ადგილი ჰქონდა საჯარო სივრცეში. იმედი გვაქვს ჩვენი ერთსულოვნება კიდევ უფრო გაძლიერდება კრემლის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების წინააღმდეგ.“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42