დეპუტატმა "ნიუპოსტი" "მხოლოდ ნეგატიურ საკითხებზე" კითხვების დასმაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ანგარიშში შეფასება: "გამოიკვეთა ორი პარალელური საქართველო - ერთი დანახულია „ქართული ოცნების“, მეორე კი ყველა სხვა მხარის მიერ"- ჩვენი (ჟურნალისტის) ინტერპრეტაციაა.
"პოლარიზებაზეა საუბარი... გამოიკვეთა - ეს თქვენ მხატვრულ ინტერპრეტაციას აკეთებთ თუ სად წერია?! პოლარიზება არც დამალულა. პოლარიზება არის შეხედულებების, პოზიციების... რა საკვირველია კონსტიტუციის მიღება მნიშვნელოვანია ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მაგრამ მთავარი კონსენსუსის ობიექტი არა პარტიები, არამედ საზოგადოებაა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი: ქართული ოცნება, როგორც პარტია ერთ მხარესაა წარმოდგენილი არის არასწორი. იმიტომ რომ აქ სხვა პარტიებიც არის, არანაკლები თუ არა გაცილებით მეტი ისტორიით, ვიდრე რომელიმე პარტია, რომელიც გაერთიანებულია იმ კონსტიტუციურ კოალიციაში. აქ არის სხვადასხვა პარტიები, უმრავლესობის შემადგენლობაში რახან არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისი პოზიცია არ გააჩნიათ? სამწუხაროა, რომ მარტო ქართულ ოცნებას ასახელებენ ერთ მხარეს. მეორე საკითხია ის, რომ, მართალია, დავეთანხმები, ეს სერიოზული კონფრონტაციის თემაა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაზედაც საუბრობს NDI - იმ პოზიტივებზე, რასაც ჰქვია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც ხშირ შემთხვევაში "ნიუპოსტს" არ ახსოვს ხოლმე, როდესაც ის რომელიმე ანგარიშს აკეთებს, მარტო ნეგატივზე აქვს კონცენტრაცია"- განუცხადა "ნიუპოსტს" გია ვოლსკიმ.
"ნიუპოსტმა" უმრავლესობის წევრს შეახსენა, რომ კრიტიკა არა ჩვენგან, არამედ NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშშია ასახული.
ვოლსკის დასარწმუნებლად, ჩვენ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის კვლევიდან ციტატაც მოვიყვანეთ :
"ეგ ხო მითხარით?, წავიკითხე კიდეც, გაგეცით პასუხი - რატომ მეჩხუბებით?! მე გპასუხობთ იმას, რაც მიმაჩნია, მაშინ თქვენ მითხარით, რა გიპასუხოთ და იმას მოგიყვებით. არ არის მაგ ანგარიშში მხოლოდ ნეგატივზე საუბარი. არის ძალიან ბევრი დადებითი, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროა და ვეთანხმები, რომ მართლაც კონფრონტაციული გარემოა შექმნილი. ხაზს ვუსვამ, რომ ,,ქართული ოცნება" მარტო არ არის ერთ მხარეს. აქ მასთან ერთად სხვა პარტიებიც არიან“- განმარტა უმრავლესობის წარმომადგენელმა.
კითხვაზე - საკონსტიტუციო ცვლილებებს ,,ქართული ოცნების" ან უმრავლესობაში შემავალი პარტიების გარდა ვინ უჭერს მხარს, დეპუტატმა შემდეგი პასუხი გაგვცა:
„კითხვის დასმას ცდილობ და ვერ მიაღწიე? გავიგე კითხვა და გპასუხობთ. მე ვკლაპარაკობ და თქვენც ლაპარაკობთ. მეკითხები გპასუხობ და მაწყვეტინებ. ვერ გავიგე რა წესია? რას ნიშნავს, როცა ვლაპარაკობ და თქვენც საუბრობთ?! გაჩერდით და გეტყვით: უმრავლესობის შემადგენლობაში არის პარტია „ქართული ოცნება“; პარტია „სოციალ-დემოკრატები“; პარტია „მწვანეები“; პარტია „კონსერვატორები“; პარტია „მრეწველები“; სხვათა შორის ეს პარტიები, რომელიც დავასახელე, „ქართული ოცნების“ გარდა, არავიზე ნაკლები ისტორიის და თუნდაც ინტელექტუალური შემადგენლობის არ არის იმ პარტიებთან შედარებით, რომლებიც მეორე ბლოკში არიან გაერთიანებულნი. აქედან გამომდინარე ის, რომ ერთ მხარეს „ქართული ოცნება დგას და მეორე მხარეს ყველა დანარჩენი არ მიმაჩნია ობიექტურ შენიშვნად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს კონფრონტაციული ფონი რომ არის შექმნილი კოსნტიტუციასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, სიმართლეა ანგარიშში მოყვანილი ეს დასკვნა. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ კონსტიტუციას რეალური ცვლილებები სჭირდება, რომელშიც 2010 წელს არაფერი არ იქნა გათვალისწინებული.
მთავარი საკითხებია რამდენიმე, რომელთან მიმართებითაც, ჩვენი არგუმენტები საკმაოდ მყარია. კი ბატონო, პოლიტიკურ ძალებს შორის, კონსენსუსი ძალიან სასურველი იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, კონსენსუსი, საზოგადოების დიდ ნიწლთან იყოს, რაც ვფიქრობ რეალობას წარმოადგენს.
თუკი საარჩევნო სისტემაზეა საუბარი, რაც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი ხდება, აქ არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, ამ პარტიებს რომლებიც ჩამოვთვალეთ, საკმაოდ დამაჯერებელია და უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაა NDI-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






