"შეინიშნება ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა"- NDI- ის ანგარიში
პოლიტიკა - 16:26, 21 Jul, 2017     1355
NDI-ს დელეგაციის ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო სამზადისის პროცესს მიმოიხილავს, საუბარია სიძულვილის ენაე და დეზინფორმაციაზე, რომლის გამოყენებაც ხდება სხვადასხვა ჯგუფის მიერ:

„ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა შეინიშნება, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს. 14 ივლისს, დელეგაციის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, 2000-ზე მეტმა ადამიანმა, თბილისის ცენტრში, იმიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლა - “ქართველთა მარში” - გამართა. ქართული ოცნების ყოფილმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ასევე ამჟამინდელმა პარლამენტის წევრმა პატრიოტთა ალიანსიდან მონაწილეობა მიიღეს გამოსვლაში, როგორც ეს მრავალმა მედია საშუალებამ გადმოსცა. ანტი-ლგბტ კამპანიასთან ერთად, მარშის ორგანიზატორები მოითხოვდნენ არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, ბინადრობის ნებართვებზე უცხოელებისთვის შეზღუდვების დაწესებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას. ეს საკითხები აძლიერებს არსებულ ცრურწმენებსა და პოპულისტურ განწყობებს, რომელიც ასევე აისახება მმართველი პარტიის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, მათ შორის ქორწინების განსაზღვრა, როგორ კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა.

ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, მარშს დეზინფორმაციის და რუსეთის ჩარევის მზარდ ტენდენციას უკავშირებენ. იმიგრანტების მიერ ჩადენილი დაუდასტურებელი გაუპატიურების შემთხვევები და სხვა ძალადობის აქტები სოციალური მედიით გაზიარდა, რაც შემდეგ ტრადიციულ ქართულენოვან მედიაშიც გავრცელდა. მოძრაობა ნაციონალისტების ლიდერის და ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის, განცხადებით, “უნდა მოხდეს უცხოელი კრიმინალებისგან გაწმენდა, რომლებიც არიან მანიაკები, რომლებიც აუპატიურებენ ბავშვებს, ჩადიან სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობას, ეწევიან პროსტიტუციას, ავრცელებენ ნარკოტიკებს..” გავრცელებული დეზინფორმაცია დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც საფრთხეს ქართული იდენტობისთვის; ევროკავშირს, როგორც მიგრანტების და ტერორიზმის წყაროს და დემოგრაფიულ საფრთხეს; ხოლო რუსეთს, როგორც ერთმორწმუნე ქვეყანას, რომელიც დასავლეთის საპირწონეა. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, აღნიშნული გზავნილების წარმომავლობას რუსეთს მიაწერენ და აცხადებენ, რომ გზავნილები მიზნად ისახავს ფაქტებისა და ჭეშმარიტების მიმართ ნდობის შესუსტებას და დემოკრატიული ღირებულებებისა და ნორმების რყევას, დისკრედიტაციას და საბოლოოდ მათ მიმართ ნდობის გაქრობას. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც Facebook-ზე საჯაროდ გააკრიტიკა მარში, შევიწროების და სექსუალური ძალადობის მუქარის მსხვერპლი გახდა, რაც გარემოს არასტაბილურობაზე მეტყველებს.

მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერ შეშფოთებას გამოთქვამდნენ დეზინფორმაციის გავლენასთან და უცხო ქვეყნის ჩარევასთან დაკავშირებით, და სწამთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინციდენტები კიდევ უფრო გამწვავდება, პარტიების დამოკიდებულებები განსხვავებულია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, შეშფოთება გამოთქვეს, მზარდი ეთნო-ნაციონალიზმის და რუსეთის გავლენის მიმართ. ხელისუფლების და პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უმეტესწილად უარყვეს გავრცელებული ვარაუდი, რომ დეზინფორმაცია და ანტი-დასავლური პროპაგანდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ისინი აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები ამგვარი რიტორიკის მიმართ მგრძნობიარე არ არიან.“- აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42