შეშფოთების საგანია, ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედიის მენეჯმენტსა და სარედაქციო პოლიტიკაზე - NDI
პოლიტიკა - 16:20, 21 Jul, 2017     1122
NDI-ის დელეგაციის შეფასებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, მედია გარემო საქართველოში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია. ინდივიდუალური ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები ნაკლებად ხდება, თუმცა შეშფოთების საგანს წარმოადგენს მედიაზე ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა:

„ამჟამინდელი კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ქვეყანაში არსებობს მრავალი ეროვნული და რეგიონული მედია საშუალება. თუმცა მედიის პოლიტიზირება გავლენას ახდენს ინფორმაციის გადმოცემაზე და ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედია საშუალების მენეჯმენტზე და სარედაქციო პოლიტიკაზე შეშფოთების საგანს წარმოადგენს - ორივე შემთხვევაში შესაძლებელია, მოქალაქეების მხრიდან ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებას საფრთხე შეექმნას. დელეგაციასთან მრავალჯერ იქნა აღნიშნული საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილება, რომელიც მიკერძოებულად აღიქმება. მაესტრო და სხვა პატარა ტელევიზიები ტელეკომპანია იმედის ფარგლებში გაერთიანდა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელ ტელევიზიად აღიქმება.16 ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას საქართველოში რუსთავი 2-ს, რომელიც ოპოზიციურ, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელ არხად აღიქმება, მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც გამოწვეულია სადავო სასამართლო გადაწყვეტილებით თანხების მოძიების შეჩერების და მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინტერვენციის საფუძველზე, ამ ეტაპზე, მოხერხდა ამჟამინდელი მენეჯმენტის დროებითი შენარჩუნება.

პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიისთვის არსებული სივრცე ვიწროვდება, რაც გარკვეულწილად მედია საშუალებების მენეჯმენტში ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გამო ხდება. საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მაესტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროგრამები და დებატები ბადიდან ამოიღეს; ეს გადაცემები პატარა, არასაპარლამენტო პარტიებს მათთვის საჭირო სატელევიზიო დროს აძლევდა, რაც განსაკუთრებით საჭიროა ამ პერიოდში. რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ გადაცემებს, მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ სირთულეები ექმნებათ პირდაპირ ეთერში გამართულ დისკუსიებში მმართველი პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით. რამდენიმე პარტია, განსაკუთრებით შედარებით პატარა პარტიები, ისევე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები აცხადებენ, რომ არსებული შევიწროებული სივრცე, ასევე მაუწყებლების მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა მათთვის სირთულეს ქმნის, მიიღონ თანასწორი დაფარვა. ზოგიერთი აცხადებს, რომ საერთოდ ვერ იღებს სატელევიზიო ეთერს.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მედია საშუალებების უმეტესობა პირობას დებს, ეთერში გაუშვან გადაცემები და დებატები, რაც საშუალებას მისცემს კვალიფიციურ (და ზოგიერთ შემთხვევაში არაკვალიფიციურ) საარჩევნო სუბიექტებს საკუთარი პროგრამა წარმოადგინონ და ძირითად საკითხებზე დებატები გამართონ. ეროვნული მაუწყებლები აღიარებენ, რომ ადგილობრივი კამპანიების ყოვლისმომცველი გაშუქება გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით ორი ათასზე მეტი საარჩევნო მარათონი ართულებს თანმიმდევრული, სიღრმისეული ანალიზის გაკეთებას ადგილობრივ დონეზე და საკითხებზე. მცირებიუჯეტიანი რეგიონული მედია საშუალებების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ არსებულ არჩევანზე სანდო ინფორმაცია მიიღოს. ონლაინ ქსელების მოხმარება იზრდება და მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანის დაბალბიუჯეტიანი პლატფორმის არსებობის პოტენციალს ქმნის, თუმცა მათი აუდიტორია მაინც შეზღუდულია.”- აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42