ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება პირველად აისახა
პოლიტიკა - 16:10, 21 Jul, 2017     1119
დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ პირველად აისახა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევის შედეგად, ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში პირველად აისახა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

ანგარიშში, კერძოდ, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის ქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რამაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება გამოიწვია. ხაზგასმულია ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის პროცესი, მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვა. ანგარიში საუბრობს ასევე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც სულ უფრო და უფრო რთულდება მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებითა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით. ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისი თავის ანგარიშში მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში:

“რუსეთის ქმედებებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოიწვია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესება ორივე რეგიონში. გაიზარდა ზეწოლა გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის, დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე უარის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების გზით. მკაცრად შეიზღუდა ქართულენოვანი განათლება და მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც ზღუდავს ეთნიკური ქართველების ცხოვრებისა და საკუთრების უფლებებს. დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთსა და ორივე რეგიონში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები შეუშვან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო და თანამეგობრობის ოფისში ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს"- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივლისს ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში დაგეგმილია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ უწყების ყოველწლიური ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, უიმბლდონის ლორდ აჰმადის მიერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42