"ადგილობრივი არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, გახდება თუ არა მმართველი პარტია მეტად დომინანტური" - NDI-ის ანგარიში
პოლიტიკა - 15:59, 21 Jul, 2017     924
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშის თანახმად ადგილობრივი არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, გახდება თუ არა მმართველი პარტია მეტად დომინანტური:

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ, ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკური პარტიებისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად განახლებულ შესაძლებლობებს ქმნის. პარტიებმა იციან, რა საკითხებია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აცხადებენ, რომ მათი კამპანიები ისეთ საკითხებზე იქნება ორიენტირებული, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, პენსიები და სხვა ეკონომიკური საკითხები. პარტიები აღიარებენ, რომ - სავარაუდოდ - ყველას კამპანია მსგავს საკითხებზე იქნება აგებული. კანდიდატებმა განმარტეს, რომ ისინი საკუთარი გამოცდილების, საკითხის ცოდნის და დაპირებების შესრულების მაჩვენებლით წარმოაჩენენ საკუთარ თავს.

ქართული ოცნება დარწმუნებულია საკუთარ პოპულარობაში და მოელის, რომ ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვებს, თუმცა მათი მთავარი პრიორიტეტი თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებაა. ამასთან, ოპოზიციური პარტიები გადაჯგუფების და ახალი კანდიდატებისა და სახეების მოძიების პროცესში არიან, რათა ამომრჩეველს ქართული ოცნების დომინანტი პოზიციის პირობებში ძლიერი ალტერნატივა შესთავაზონ. ყოფილი მმართველი კოალიციის წევრებს - თავისუფალ დემოკრატებს და რესპუბლიკელებს - სურთ, საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა წარმოაჩინონ - მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის გადასალახად საკმარისი ხმების მოგროვება ვერ შეძლეს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ორ პარტიად გაიყო - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, რომლებსაც ერთდროულად მოუწევთ ბრძოლა ოპოზიციური ხმების მიღებისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ამასთან, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, რომელიც საარჩევნო ბარიერს მცირედი მაჩვენებლით აცდა და საპარლამენტო მანდატები მოიპოვა, შეეცდება საკუთარი მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე დაამტკიცოს. ადგილობრივი არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, გახდება თუ არა მმართველი პარტია მეტად დომინანტური.

პროცესის ამ ეტაპზე პარტიები კვლავ განსაზღვრავენ კანდიდატების სიას და აყალიბებენ საარჩევნო პროგრამებს. ერთადერთი შესამჩნევი წინასაარჩევნო აქტივობები თბილისში მიმდინარეობს - რაც ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე კონკურენტულ არჩევნებად მოიაზრება. სავარაუდოდ, რამდენიმე საკრებულოს არჩევნებიც კონკურენტულ გარემოში წარიმართება, თუმცა ამ ეტაპზე ნაკლები ინფორმაცია მოიპოვება პარტიების მიერ ნომინირებულ კანდიდატებზე და სტრატეგიებზე თბილისს გარეთ. პარტიების უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს, თუმცა ზოგიერთმა პატარა პარტიამ განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილება, სად წარადგენენ კანდიდატებს შეზღუდულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებზეა დამოკიდებული.

2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ქალები პარტიების მიერ მერის და გამგებლის პოზიციებზე ნომინირებული კანდიდატების მხოლოდ 5 პროცენტს წარმოადგენდნენ; პროპორციული სიით საკრებულოს კანდიდატების 33 პროცენტს და მაჟორიტარული

სისტემით საკრებულოს კანდიდატების 15 პროცენტს. პარტიების უმრავლესობისთვის აღნიშნული სტატისტიკის გაუმჯობესება 2017 წლის არჩევნებზე მთავარ საზრუნავს არ წარმოადგენს. პარტიები საუბრობენ ბევრ კვალიფიციურ ქალზე, რომლებიც პარტიებში მოხალისეები არიან - როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ დონეზე. ამასთან, პარტიის ლიდერები არ აღიარებენ შიდა ბარიერების არსებობას ან მათ პასუხისმგებლობას ქალების მონაწილეობის ხელშეწყობისთვის. ისინი ქალთა გაზრდილი მონაწილეობისთვის ხელისშემშლელად გარე, მათგან დამოუკიდებელ ფაქტორებს ასახელებენ. მაშინ, როცა სავალდებულო კვოტების შემოღება პარტიებს შორის პოპულარობით არ სარგებლობს, მათი უმეტესობა ადასტურებს მზაობას შიდაპარტიული კვოტის დაწესებისა და პროპორციულ სიებში ქალების მინიმუმ 30 პროცენტის დასახელების მიმართ.“- აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42