საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანგარისში საუბარია, მიმდინარე რეფორმის პროცესსზე, რომელსაც NDI-ის ანგარიშის თანახმად, გამჭირვალეობა და ჩართულობა აკლია.
,,არჩევნების დღესთან ძალიან ახლოს სამი წინააღმდეგობრივი რეფორმის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გამჭვირვალობა და ჩართულობა აკლია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოსთვის ძირეული და დიდი ხნის პრობლემაა, ფართომასშტაბიანი შეშფოთების საგნად რჩება; მედიის გამოწვევაა, საზოგადოებას მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი საარჩევნო ალტერნატივების შესახებ იმ პირობებში, როცა - ერთი შეხედვით - პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება; სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრულ დამოკიდებულებებს იწვევს“ - ნათქვამია შემაჯამებელ დოკუმენტში.
მედიის ნაწილში საუბარია თავისუფალი მედია გარემოს არსებობის აუცილებლობაზე. NDI ყურადღებას ამახვილებს რუსთავი 2-ში, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მაესტროში განვითარებულ მოვლენებზე. ორგანიზაციის ანგარისში ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის მენეჯმენტში ჩარევის პროცესის შეჩერება, მხოლოდ ადამიანის უფელბათა ევროპული სასამართლოს ინტერვენციის საფუძველზე მოხდა.
,,დელეგაციასთან მრავალჯერ იქნა აღნიშნული საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილება, რომელიც მიკერძოებულად აღიქმება. მაესტრო და სხვა პატარა ტელევიზიები ტელეკომპანია იმედის ფარგლებში გაერთიანდა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელ ტელევიზიად აღიქმება.16 ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას საქართველოში რუსთავი 2-ს, რომელიც ოპოზიციურ, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელ არხად აღიქმება, მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც გამოწვეულია სადავო სასამართლო გადაწყვეტილებით თანხების მოძიების შეჩერების და მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინტერვენციის საფუძველზე, ამ ეტაპზე, მოხერხდა ამჟამინდელი მენეჯმენტის დროებითი შენარჩუნება“.
NDI ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს დემოკრატიული გზის კრიტიკულ გასაყარზე, 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებს, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
,,ეს არჩევნები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, უპასუხოს ძირეულ საარჩევნო გამოწვევებს. რადგან საქართველო სამართლიანად ამაყობს თავისი დემოკრატიული და ევროპული არჩევანით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სრულად გაითვალისწინოს წარსულში გაცემული რეკომენდაციები. საქართველოს აქვს უნარები, დრო, მხარდაჭერა, გამოცდილება და რესურსები, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს. ამისთვის საკმარისი პოლიტიკური ნებაა საჭირო“.
მასალის გამოყენების პირობები






