"საარჩევნო კოდექსში ცვლილებები სათანადო კონსულტაციების გამართვის გარეშე მიიღეს"- NDI-ის ანგარიში
პოლიტიკა - 15:46, 21 Jul, 2017     946
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსში პარლამენტმა ორი ცვლილება შეიტანა, რომლის მიღებაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, სათანადო კონსულტაციების გამართვის გარეშე მოხდა:

„პარლამენტმა ასევე მიიღო საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ორი ცვლილება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ცვლილებები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, სათანადო კონსულტაციების გამართვის გარეშე მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს კანდიდატებს თბილისს გარეთ კენჭი იყარონ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებში, პოზიტიურად შეფასდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები რეფორმის რამდენიმე ასპექტს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ერთ-ერთი ასეთი რეფორმა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს ეხება, რომელიც, როგორც სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ პარტიების რაოდენობას, რომლებსაც კომისიაში წევრი ეყოლება და კომისია მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაკომპლექტდება. საარჩევნო კოდექსი ასევე ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას, რომელიც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, ამჟამინდელი წესისგან განსხვავებით - მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლო იქნება.

ძალაში შესვლის შემთხვევაში ზოგიერთი ცვლილება 2017 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდება. ზოგიერთმა ცვლილებამ, მაგალითად - არარეგისტრირებული ამომრჩევლისთვის რეგისტრაციის ვადის გაზრდამ, შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მეტ ამომრჩეველს მისცეს. თუმცა დელეგაციასთან შეხვედრისას რამდენიმე მხარემ შეშფოთება გამოთქვა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ადამიანი პროცესისთვის ხელის შეშლის საბაბით უბნიდან გააძევოს და დააჯარიმოს. მათ აღნიშნეს, რომ ამგვარი დისკრეცია შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული.“- აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42