„თავდაპირველად პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ინკლუზიურ დებატებს მოიცავდა. მიუხედავად ამისა, ყველა პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნების გარდა, და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეთიშნენ აღნიშნულ პროცესს მაშინ, როდესაც, როგორც მათ აღნიშნეს, მათი მოსაზრებების უმრავლესობა არ იქნა გათვალისწინებული. ამასთანავე, პრეზიდენტმა თავიდანვე უარი განაცხადა კომისიაში მონაწილეობაზე. მაშინ, როდესაც უმრავლესობის ლიდერები ამტკიცებენ, რომ რეკომენდაციების 80 პროცენტი ცვლილებების პროექტში აისახა, ამ შეფასებას ჩართული მხარეების მხოლოდ მცირედი ნაწილი ეთანხმება და ხაზს უსვამს, რომ ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხების ირგვლივ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს.
საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა. ნაცვლად ამისა, არსებული მონახაზი პოლარიზების გამომწვევი დოკუმენტი გახდა, რომლის ერთ მხარესაც ქართული ოცნებაა, ხოლო მეორე მხარეს ყველა ოპოზიციური პარტია და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და გარკვეული დებულებების შემთხვევაში -- საზოგადოების მხარდაჭერა, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს.“- აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






